ლუკა ლოჩოშვილი: “კვარას გაჩერება ურთულესი იქნება”
9 ოქტომბერს “კრემონეზე” სერია A-ს მე-9 ტურში “ნაპოლის” მიიღებს. “კრემონეზეს” ქართველმა გიგანტმა (ასე უწოდებენ მას იტალიაში), ლუკა ლოჩოშვილმა Gazzeta-სთან კვარაზე კომენტარი გააკეთა.
“ჩვენ ორივემ თბილისის “დინამოში” დავიწყეთ და ახლა ერთად ნაკრებში ვთამაშობთ. ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ. ვნახე, თუ რა დიდი პროგრესი განიცადა და დარწმუნებული ვიყავი, ისეთი გუნდი როგორიც “ნაპოლია”, კიდევ უფრო გაზრდიდა მას. ყველაფერი აქვს ვარსკვლავობისთვის. მისი გაჩერება ურთულესი იქნება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, როგორც ინდივიდუალურად, ასევე, გუნდურად, რომ მისი შეჩერება შევძლოთ. მაგრამ პრობლემა მხოლოდ ის არ არის, რადგან სრულიად “ნაპოლი” ძალიან მაგარ ფორმაშია” – განაცხადა ლოჩომ.
საინტერესოა, რომ შესაძლოა, ლუჩანო სპალეტიმ კვარა დაასვენოს “აიაქსთან” მიღებული მცირე ტრავმის გამო.