ხვიჩა კვარაცხელიას სრული ინტერვიუ და პასუხები ყველაფერზე, რაც ყველას აინტერესებს
ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიურ გაზეთ “Corriere Dello Sport”-ს სხვადასხვა საკითხზე გრძელი ინტერვიუ მისცა.
“ნაპოლიში” დიდებული ფეხბურთელები თამაშობენ და თუ ასე გავაგრძელებთ, ყველაფერს შევძლებთ. ყველა გამარჯვება არაორდინალურია, თუმცა აუცილებლად მეტი, მეტი და მეტი უნდა ვიმუშავოთ”
“ნაპოლი” ერთი დიდი ოჯახია, გაერთიანებული ჯგუფი საკუთარი მიზნებით და ყველა ერთი მიმართულებით ვმოძრაობთ”
“ბევრს ვმუშაობ, რომ გავაუმჯობესო ბევრი რამ და ბევრი ვისწავლო. ერთი რამ არის უცვლელი: მსურს უმაღლეს დონეს მივაღწიო. სკუდეტო ოცნებაა, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი კი შემდეგი მიზანი. მე საზღვრები არ მაქვს. ჩვენ ერთად გავიზრდებით, ხელიდან ხელში, ლიმიტების გარეშე”
ლუჩანო სპალეტიზე: “ლუჩანომ ძალიან ბევრი რამ მითხრა, როცა ნეაპოლში, თავის სახლში შევხვდით. ის მართლაც დიდი მწვრთნელია. ის გვერდიდან მიყურებს და მეუბნება, რა შემიძლია და რა არა. ის მე მაუმჯობესებს. სპალეტი ოსტატია”
ოჯახზე: “ჩემი მშობლები და ორი ძმა თითქმის ყოველთვის ჩემთან არიან. ერთი უფროსი, მეორე კი უმცროსია, 12 წლის. თორნიკე საქართველოში, “ვიკინგებში” თამაშობს და მართლაც, ძალიან კარგია.
ჟურნალისტი: უნდა დაიმატოს “ნაპოლიმ” ის?
კვარა: “რატომაც არა”
შეყვარებულზე: “ამ დროისთვის, საქართველოშია, სადაც მედიცინას სწავლობს”
ლოჩოშვილზე: “მას ბავშვობიდან ვიცნობ, რადგან ორივე თბილისის “დინამოში” ვიყავით. ახლა ნაკრებშიც ერთად ვართ. ძალიან მიხარია მისი ნახვა, მაგრამ ნაკლებად მახარებს, ის რომ მის წინააღმდეგ მიწევს თამაში”
რეალზე: “ანჩელოტის კომენტარი ჩემთვის დიდებული ემოციის მომტანი იყო. მან მე ბედნიერი გამხადა და მთელი გულით მადლობას ვუხდი.
რონალდოზე: “რონალდო ჩემი კუმირია, მიუხედავად იმისა, რომ “რეალში” ჩემი პირველი კუმირი გუტი იყო, როცა თბილისის ქუჩებში ვთამაშობდი მეგობრებთან ერთად, თეთრ მაისურს ვატარებდი, ზურგზე მისი სახელით”
მარადონა – ბესტთან შედარებაზე: “მე მსგავს რაღაცებზე არ ვფიქრობ. გარდა იმისა, რომ მათი დონის მიღწევა ძალიან რთულია. მარადონა ყველაფერზე დიდია, მაგრამ მე ვმუშაობ, რათა კვარა ვიყო”
“ფეხბურთის გარდა, კალათბურთს ვუყურებ. სტეფ კარი ჩემი ფავორიტი მოთამაშეა. გოლი მის სტილში აღვნიშნე”
თავმდაბლობაზე: “ეს ჩემმა მშობლებმა მასწავლეს, ასე გავიზარდე. არ მიყვარს ისეთი ადამიანები, რომელიც აზვიადებენ და ბევრს ლაპარაკობენ. ის ვიცი, რომ მაქსიმუმი გავაკეთო და მერე ხალხი შემაფასებს”