“ბუდუ, სახლში გელოდებით, დაბრუნდი” – “ფეჰერვარის” მიერ დაწუნებულ ზივზივაძეს სხვაგან ეპატიჟებიან
“ფეჰერვარმა” საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე მეორე გუნდში გადაიყვანა. ზივზივაძემ “უიპეშტთან” წაგებული მატჩის შემდეგ მეტოქე გუნდის ფეხბურთელს მაისური გაუცვალა და მოედნიდან გასვლამდე გადაიცვა. ამის გამო “ფეჰერვარის” ფანებმა მისი გაგდება მოითხოვეს და კონტრაქტის გაწყვეტაც. ბუდუმ სოციალურ ქსელში კლუბის ულტრასებს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი ინსტიქტურად მოხდა და გამიზნული არ ყოფილა.
მის ბოდიშს “უიპეშტის” გულშემატკივრები გამოეხმაურნენ და მას დაბრუნება სთხოვეს. თან, უნგრელები კომენტარებს ქართულ ენაზე წერენ.
“პატივისცემა შენ უიპეშტიდან”
“პატივისცემა შენ უიპეშტიდან”
“ბუდუ, არაფერი გაქვს ასახსნელი”
“შენ კარგი ადამიანი და კარგი სპორტსმენი ხარ, პატივისცემა”
“შენ გულწრფელი და გამორჩეული ტალანტი ხარ, ეს არ არის დაფასებული აქ. ჩვენ შენთან ვართ და ველოდებით შენ დაბრუნებას. მაგრამ თუ არ დაბრუნდი, “ფეჰერვარში” მაინც არ დარჩე, ისინი შენ გაბრკოლებენ. უკეთეს იმსახურებ”
ზივზივაძეს “უიპეშტში” საოცარი პერიოდი ჰქონდა და გიორგი ბერიძესთან ერთად კლუბი უმაღლეს ლიგაში დატოვა. მოსალოდნელია, რომ ზამთარში ქართველი “ფეჰერვარს” დატოვებს.