დათო ტურაშვილი: “ხვიჩას 90 წუთში შეუძლია მთელი მსოფლიო საქართველოზე ალაპარაკოს”
მწერალი დათო ტურაშვილი “საფეხბურთო ტაიმაუტში” იყო მიწვეული, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
“ხვიჩა კვარაცხელია არის უნიკალური მოვლენა ახალ საქართველოში, სადაც ამდენი იმედგაცრუების, ტკივილისა და სევდის მერე ჩნდება მსოფლიო ფეხბურთში, მსოფლიო ვარსკვლავი. ხვიჩა მეგრულად ისედაც ნიშნავს კაშკაშა ვარსკვლავს. რაც ამ ადამიანში ასე მომწონს, მისი დამოკიდებულებაა ფეხბურთისადმი, როგორც დიდი დღესასწაულისადმი, რათა ფეხბურთისგან შექმნას საუკეთესო, ყველაზე ბედნიერი, ყველაზე დიადი, რაც შეიძლება მის სამშობლოს გაუხარდეს”
“გულწრფელად ვიტყვი, სულ სხვა ჩემპიონატის მაყურებელი ვიყავი და ახლა სულ სერია ა-ს ვუყურებ. ყველა ჩემი კონკურენტი მგონია. “ნაპოლის” ყველა თამაში ზეპირად ვიცი, როდის რა აქვს. ნიჭი ბევრს აქვს, მთავარია, ნიჭის რეალიზაცია თუ შევძელით, ისე როგორც ხვიჩამ, ჩვენ ვიქნებით ყველაზე მაგარი ქვეყანა”
“დღე არ გავა, იტალიიდან თხოვნით არ მომწერონ, რომ საქართველოს ლიტერატურაზე და ისტორიაზე ლექცია წავიკითხო. ეს ძალა აქვს ფეხბურთს. არ მოსწონთ ხოლმე, როცა ფეხბურთს ლიტერატურაზე წინ ვაყენებ. გუშინ მივიღე პარიზიდან, რომ ჩემი წიგნი 22-ე ენაზე ითარგმნა. კიდევ რამდენ ენაზე უნდა ითარგმნოს, რომ საქართველოს შესახებ ყველამ გაიგოს. ხვიჩას ამის გაკეთება 22 წუთში შეუძლია. 90 წუთში შეუძლია მთელი მსოფლიო საქართველოზე ალაპარაკოს. ყველაფერი საინტერესო ხვიჩას გამო ხდება”
“დედას უდიდესი დამსახურება აქვს მის აღზრდაში, თუ როგორი თამდაბალი ბიჭია და როგორი ზუსტი და სწორი პასუხები აქვს ყველაფერზე” – განაცხადა დათო ტურაშვილმა “საფეხბურთო ტაიმაუტში”