ქებაძე: “სამინისტრომ მილოცვა უკან წაიღო და Facebook-ზე პოსტი წაშალა
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სამბოში, ელენე ქებაძე სპორტის სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ქებაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
“სამწუხაროა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონი ხდები უკვე მეორედ და სპორტის სამინისტროდან აეროპორტშიც კი არავინ გხვდება, აღარაფერს ვამბობ პირადად შეხვედრაზე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც სპორტის მინისტრი ქალბატონია. კარგი, ალბათ არ სცალიათ, ყველაფერი გასაგებია. შესაძლებელია, რომ ყველაფერს თავისი ახსნა მოვუძებნოთ, მაგრამ იმ ფაქტზე რას იტყვით, როდესაც სპორტის სამინისტრო მოგილოცავს ფეისბუქზე და დღეს ვნახულობთ, რომ ეს პოსტი წაშლილია?! ძალიან სამარცხვინოა, რომ მილოცვა უკან წაიღეს.
არაუშავს, მე ვაგრძლებ ვარჯიშს და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი გულშემატკივარი და სრულიად საქართველო კიდევ ბევრჯერ გავახარო და ვასახელო!”.
ქებაძე მსოფლიო ჩემპიონი 80+ წონით კატეგორიაში ყირგიზეთში გახდა. სამინისტრომ ამის შესახებ ჯერ დაწერა, შემდეგ კი წაშალა.