თბილი შეხვედრა კვარასთან – ქართველების მოყვარული იური სიომინი (ვიდეო)
მოსკოვის “ლოკომოტივის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი იური სიომინი ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლში ესტუმრა და მასთან თბილი შეხვედრა ჰქონდა.
“ძალიან გაზრდილხარ. აქ შენს სანახავად ჩამოვედი. მისმინე, ძალიან გაიზარდე. რამდენი ხარ სიმაღლეში? 1.84? ფაქტია, “ლოკომოტივის” შემდეგ გაზრდილხარ”
“კარგად ვართ, გვახარებს შენი წარმატება. ძალიან ბევრი შენ გამო იქ ნერვიულობს. კარგი მოგონებები დატოვე რუსეთის ჩემპიონატში. ყოჩაღ ხვიჩა, მიხარია, რომ ყველაფერი კარგად მიდის და არ მოუკლო. იცი, ჯარიმებზე აღარ რეაგირებ, დგები და თამაშს აგრძელებ”
“მაგარი ძლიერი გუნდი ხართ, ძლიერი შემადგენლობით”
კვარა: “როცა აქ ჩამოვედი, არ მეგონა თუ ასე მარტივად იქნებოდა, ასე მარტივად შევძლებდი ადაპტაციას. მათ მე ძალიან, ძალიან კარგად მიმიღეს”
“ერთი მაისური ჩემი პატარა შვილიშვილისთვის არის, პირადად შენი მაისური მთხოვა”