“დაანებეთ ჯერ კიდევ ჩემ ცოლს თავი” – მაურო იკარდი ყოფილ თანაგუნდელს მიმართავს
მაურო იკარდისა და ვანდა ნარას სკანდალური თემები კვლავ არ წყდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ვანდა ნარა ამჯერად იკარდის ყოფილ თანაგუნდელთან, კეიტა ბალდესთან ერთად დუბაიში გაემგზავრა. ბალდე ახლა მოსკოვის “სპარტაკში” გამოდის, “სპარტაკი” შეკრებაზე დუბაში წავიდა, ხოლო, იმავე სასტუმროში ნომერი ვანდამაც დაიქირავა.
ეს ყველაფერი იკარდიმ ნარას საკრედიტო ბარათების გამოყენებით დაადგინა. შედეგად, მაურო ძალიან გაბრაზდა და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ბალდეს იმ ფოტოებისა და ვიდეოების გამოქვეყნებით დაემუქრა, რაც ვანდას ინსტაგრამზე გაუგზავნა. რაც მთავარია, პოსტზე კეიტას ცოლიც მონიშნა, რომელთანაც სენეგალელს 2 შვილი ჰყავს და 2017 წლიდან ხვდება.
მოგვიანებით ეს პოსტი იკარდიმ წაშალა, შვილს დაბადების დღე მიულოცა, რასაც კომენტარებში ვანდა ნარას გულიც მოჰყვა.
საინტერესოა, ბალდეს მიმართვისას იკარდიმ აღნიშნა, რომ ის და ვანდა ჯერ კიდევ არ განქორწინებულან. ასე რომ – “დაანებეთ ჯერ კიდევ ჩემ ცოლს თავიო”.