“იუვენტუსი”, შესაძლოა, პირდაპირ სერია ბ-ში გააგდონ!
იტალიური პრესის ინფორმაციით, “იუვენტუსი”, შესაძლოა, პირდაპირ სერია ბ-ში გააგდონ და არა მხოლოდ 20 ქულა დააკლონ.
ვრცელდებოდა სხვადასხვა ცნობა, რომ “იუვეს” 15 ქულის დაკლების შემდეგ, პროკურატურა დამატებით 20 ქულასაც ითხოვდა, თუმცა ჯერ ეს დადასტურებული არ არის. თუ ასე მოხდება, ეს პრაქტიკულად სერია ბ-ს განაჩენია, თუმცა არც პირდაპირ მეორე ლიგაში გაშვება არის გამოსარიცხი.
ახლა “ბებერ ქალბატონს” 23 ქულა აქვს და თუ 20 მოაკლეს, მხოლოდ 3 დარჩება. მიუხედავად ამისა, სანამ პროკურატურა და იტალიის ფედერაცია შეთანხმებას მოახერხებენ, თუ გუნდმა დარჩენილი მატჩების 95% მოიგო, გადარჩენას მაინც შეძლებს. ხოლო, შანსი აღარ ექნება იმ შემთხვევაში, თუ პირდაპირ გააგდებენ.
გარდა ამისა, “იუვენტუსის” 15-მდე ფეხბურთელს ფინანსური სანქციები ემუქრება. მათ დააფიქსირეს, რომ მხოლოდ 1 თვის ხელფასი ჩაურიცხეს, არადა ხელზე 3 თვის ხელფასი აიღეს.