“დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!” – დვალიშვილი რუსთან გამარჯვების შემდეგ (ვიდეო)
12 მარტს, ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მე-11 ბრძოლა გამართა. ღონისძიების მთავარ შეხვედრაში მერაბი რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად, ხუთ რაუნდში დაამარცხა.
რუსთან გამარჯვების შემდეგ, მერაბმა საქართველოსა და უკრაინის მხარდასაჭერი განცხადება გააკეთა.
“ახლა ძალიან ვამაყობ. მადლობა ყველა ქართველს, ვინც აქ მოვიდა და მათ, ვინც სახლიდან მიყურებდა. ჩვენ მხოლოდ 5 მილიონი ვართ, მაგრამ ძლიერები. მიხარია, რომ მე ერთ-ერთი ქართველი ვარ და ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ.
მე ომის წინააღმდეგი ვარ. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს! დიდება თავისუფლებას! ჩვენ მხოლოდ თავისუფლება გვჭირდება. გთხოვთ, შეაჩერეთ ეს ომი.
საქართველო, მიყვარხარ! მადლობა ყველას!” – განაცხადა დვალიშვილმა.
"Who's a zero now?!" – @MerabDvalishvil#UFCLasVegas pic.twitter.com/q1LVo9Wzhx
— UFC on BT Sport (@btsportufc) March 12, 2023