გუჯეჯიანი რუსეთის ნაკრებზე: “გავაკრავთ ლავაშებივით”
ძიუდოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა “პირველი არხის” ეთერში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან მსოფლიო ჩემპიონატზე რუსი სპორტსმენების დაშვებაზე ისაუბრა.
“მთლიანობაში მაინც პოლიტიკური შეფასება იქნება, მაგრამ არ მერიდება ჩემი აზრის დაფიქსირების. ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში არ ერევიან, სპორტი არ არის პოლიტიკის განსაზღვრელი. არც უნდა ერეოდნენ, ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს. ვინც არის ჩართული, მოწოდებებით ან რაიმე ქმედებით, რა თქმა უნდა, არ უნდა დაიშვას და მსოფლიო მხრიდანაც ასეთი დამოკიდებულება უნდა იყოს”
“მაგრამ სპორტსმენები, რომლებიც არაფერ შუაში არიან, შრომობენ, წვალობენ, ცდილობდნენ განვითარდნენ, მივესალმები მათ დაშვებას”
“ვფიქრობ, მსოფლიომდე 1 კვირით ადრე არ უნდა იგებდე ახალი ნაკრების მონაწილეობას. რუსეთი არ არის სასწაული გუნდი, რომ შიშის ზარს გვცემდეს, საერთოდ არაფერი არ არის, თუმცა რაღაც დონისაა და ამ დონეს გარკვეული განწყობა სჭირდება. 1 თვე მაინც უნდა გვქონდეს წინასწარ იმისთვის, რომ კონკურენტები სრულად გაიაზრო ვინ გეყოლება. ზოგადად, საერთოდ არავის არ ჰქონდა გათვალისწინებული”
“და მაინც, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და ამას ჩვენ ვნახავთ მსოფლიოზე, გავაკრავთ ლავაშებივით”