ლაურენტისი ჯუღელს არც კი შეხვდა – რა ელის ხვიჩას?
“ნაპოლიმ” ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მხარეებს შორის არავითარი შეხვედრა არ ყოფილა კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე. კვარა ამჟამინდელი კონტრაქტით 1.2 მილიონ ევროს იღებს და თუ რამე არ შეიცვალა, 2027 წლამდე ასე იქნება.
სწორედ ამიტომ, კვარას აგენტი მამუკა ჯუღელი ნეაპოლში იყო, სადაც ხელფასის სახით 5 მილიონი ევრო და პლუს ბონუსები მოითხოვა.
სანაცვლოდ პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა მაქსიმუმ 3.5 მილიონი ევრო შესთავაზა. როცა ჯუღელი ამ წინადადებას არ დათანხმდა და მომდევნო შეხვედრა მოითხოვა, ლაურენტისმა ჯერ ალოდინა და ბოლოს საერთოდ აღარ შეხვდა. საბოლოოდ, კვარაცხელიასთან ერთად თბილისში გამოფრინდა.
მოსალოდნელია, რომ თუ უახლოეს პერიოდში რაიმე დადებითად არ შეიცვალა, მამუკა ხვიჩასთვის ახალი კლუბის მოძებნას დაიწყებს.
ქართველზე ნაკლები ხელფასი “ნაპოლიში” მხოლოდ 2 მოთამაშეს აქვს.