გურამ კაშია: “არცერთი არ ვიმსახურებდით ნაკრების მაისურის ტარებას”
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ესპანეთთან 1-7 განადგურების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“ერთ-ერთი ყველაზე სუსტი პერფორმანსი იყო, რაც მითამაშია ნაკრებში, როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად. რა თქმა უნდა, ესპანეთთან შეიძლება წააგო, მაგრამ ხასიათი ვერ გამოვავლინეთ. შემდეგ თამაშზე მიnda, ვინც ითამაშებს იმათგან, ჯიგარი და ხასიათი ვნახო”
“ახალგაზრდები უკვე წამოვიდნენ. ახალგაზრდულის ნაკრების ფეხბურთელები ავსებენ ეროვნულ ნაკრებs, მაგრამ მათზე ზეწოლა დიდია. სულ სხვაა ეროვნულში თამაში. ძალიან ბევრს ნიშნავს ორთაბრძოლების მოგება. 7 გოლს, რომ გაუშვებ დაცვაში, რაზე უნდა ისაუბარო. მე ვგრძნობ ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას. მართლა არცერთი არ ვიმსახურებდით ნაკრების მაისურის ტარებას. ძალიან გული მწყდება მოსული გულშემატკივირს გამო. ბოდიშს რა აზრი, თუმცა ძალიან მწყდება გული.”