A Bola: გაიტანი “მანჩესტერის” ფეხბურთელია
პორტუგალიური პრესის ინფორმაციით, “ბენფიკას” არგენტინელმა შემტევმა, ნიკოლას გაიტანმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” ხელი მოაწერა.
27 წლის ნახევარმცველმა, 2014/2015 წლის სეზონში 27 მატჩი ჩაატარა და ოთხჯერ გაიტანა.
A Bola პორტუგალიაში ყველაზე სანდო და ცნობილი საინფორმაციო წყაროა, რომლის მტკიცებითაც, გარიგება 30 მილიონი დაჯდა.
ოფიციალური გარიგება მომავალ კვირაში მოხდება. მას შემდეგ, რაც “ბენფიკა” თასის ფინალში “მარიტიმოს” დაუპირისპირდება.
გაიტანს “ჩელსის” და რამდენიმე გრანდს წლებია აქტიურად უკავშირებდნენ.