“ა” ლიგის შესარჩევი ტურნირი საკალათბურთო აკადემიაში დაიწყო

თარიღი: თებერვალი 10, 2015

„ა“ ლიგის შესარჩევი ტურნირი დაიწყო. დაგეგმილი 2 მატჩიდან ერთი გაიმართა. მეორე შეხვედრა კლუბ ATB-ს ტექნიკური ხარვეზის გამო ჩაიშალა. სამოყვარულო ლიგის გუნდი თამაშზე კი გამოცხადდა, მაგრამ სათამაშო ფორმების შეკერვა ვერ მოესწრო და დებულების თანახმად, 15-წუთიანი ლოდინის შემდეგ ATB-ს ტექნიკური წაგება ჩაეთვალა.

მეორე მატჩი საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ერთმანეთის პირისპირ წარსდგნენ „ა“ ჯგუფის წარმომადგენლები – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი და წყალტუბოს „კრისტალი“. მაყურებელმა საინტერესო და დაძაბული ბრძოლა იხილა, რომლის კვანძიც ბოლო წუთზე გაიხსნა.

წყალტუბოელები მთელი თამაშის განმავლობაში იგებდნენ – ხან სოლიდურად, ხან 1-2 ქულით, მაგრამ ლიდერობას ბოლო წუთებამდე არ თმობდნენ. თსუ უკან სტაბილურად მისდევდა წყალტუბოელებს და თავისი შანსი ბოლოსწინა წუთზე გამოიყენა.

უკრაინელი ლეგიონერის დიდი დახმარებით „წყალტუბო“ გამარჯვებასთან ახლოს იყო. ტანმაღალმა ალექსანდრ რიხლიუკმა შესანიშნავად ითამაშა და ოპონენტები ყველა კომპონენტში დაჯაბნა. მან საბოლოოდ 31 ქულა, 14 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 4 დაფარება ისე მიითვალა, ბურთი არ დაუკარგავს. უკრაინელმა ლეგიონერმა მოედანზე 38:40 წუთი გაატარა.

თსუ-ში ძველი უნივერსიტეტელები თამაშობდნენ – გიორგი გაფრინდაშვილი, მიხეილ ფანჩულიძე, ზურა მაისურაძე, ვახტანგ ჩქარეული. ეს კალათბურთელები 3 წლის წინ ერთად სუპერლიგაში, თსუ-ში თამაშობდნენ და ამ გუნდის დაშლის შემდეგ პროფესიულ დონეზე ერთად თამაშის შანსი კვლავ მიეცათ. მათი ძველი თანაგუნდელი, ზურა კორკოტაძე დღეს „წყალტუბოში“ თამაშობდა და უკრაინელ ლეგიონერს ფეხი კარგადაც აუწყო, თუმცა ბოლო წუთებზე იმერულ კლუბს გამარჯვების მოსაპოპვებლად ძალა არ ეყო.

უნივერსიტეტელებმა ლიდერობა თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე მოიპოვეს. ბოლო წუთი რომ დაიწყო, ანგარიშში სხვაობა 2 ქულა იყო, თუმცა ბოლო წამებზე თსუ-ს მოთამაშეებმა წყალტუბოელები გატეხეს და 10-ქულიანი გამარჯვება მოიპოვეს – 75:65. გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო მიხეილ ფანჩულიძემ, რომელმაც 33 ქულა დააგროვა. ფანჩულიძესთან ერთად 10-ქულიანი ზღვარი ჩქარეულმა დაძლია, რომელმაც 14 ქულა მიითვალა.

„ა“ ლიგის მორიგი მატჩები 12 თებერვალს, საკალათბურთო აკადემიაში გაიმართება.

 

 

სუპერლიგის „ა“ ლიგა. საკალათბურთო აკადემია. 10 თებერვალი

წყალტუბო 65:75 თსუ

13:14, 20:15, 18:15, 14:31

წყალტუბო: რიხლიუკი (31 ქულა, 14 მოხსნა), კორკოტაძე (14 ქულა, 13 მოხსნა), კუჭავა (12)

თსუ: მიხეილ ფანჩულიძე (33), ჩქარეული (14), გაფრინდაშვილი (3 ქულა, 13 მოხსნა)

 

არენა-76 20:0 ATB

gbf.ge

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

შერმინატორი! – რა გააკეთა გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში (ვიდეო)

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში გიორგი შერმადინის “ტენერიფე” საკუთარ კედლებში “ბურგოსს” დაუპირისპირდა და 85:82 გაიმარჯვა. შე...
წაკითხვა
კალათბურთი

სტივ კერი: “ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ჯერ ფეხბურთი უნდა ითამაშონ”

“გოლდენ სტეიტ უორიორსის” მწვთნელი, სტივ კერი აცხადებს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ჯერ ფეხბურთის სკოლა უნდა გაიარონ, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიამ მეტოქის კალათში ბურთი საკუთარი ნახევრიდან ჩააგდო (ვიდეო)

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში თორნიკე შენგელიას “ბასკონია” სტუმრად “ობრადოიროს” უპირისპირდება. პირველი მეოთხედის დასასრულ...
წაკითხვა
კალათბურთი

“სან ხოსეს” მიმართვა “გოლდენ სტეიტს” და ზაზა ფაჩულიას პასუხი (ვიდე

ამერიკული საფეხბურთო კლუბის, “სან ხოსე ერთქვეიქსის” ოფიციალურმა გვერდმა Twitter-ში ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში აღბეჭდილია, თუ როგორ [&helli...
წაკითხვა
კალათბურთი

სამწუხარო ამბავი – გოგა ბითაძე “დეტროიტ პისტონსთან” მატჩს გამოტოვებს

“ინდიანა პეისერსის” ქართველი ცენტრი, გოგა ბითაძე დღეს “დეტროიტ პისტონსის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. “ინდიანას” ოფი...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის პირადი რეკორდი NBA-ში – 13 ქულა 20 წუთში (ვიდეო)

7 ნოემბერს, “ინდიანა პეისერსმა” საკუთარ კედლებში “ვაშინგტონ ვიზარდსი” მიიღო და 121:106 გაიმარჯვა. ამ შეხვედრაში “ინდიანა...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ ეხმაურებიან უცხოელი ქომაგები გოგა ბითაძის თამაშს “ჩიკაგო ბულსის” წინააღმ

4 ნოემბერს, გოგა ბითაძემ NBA-ს მატჩში, სასტარტო ხუთეულში პირველად ითამაშა. გოგას “ინდიანა პეისერსი” საკუთარ კედლებში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რატომ იზრდის გოგა ბითაძე წვერს? – ქართველი კალათბურთელის სახალისო პასუხი ჟურნალისტს

ამერიკელი ჟურნალისტი ტონი ისტი სოციალურ ქსელში გოგა ბითაძესთან დაკავშირებით სახალისო პოსტს აქვეყნებს. მან “კლივლენდ კავალიერსსა” […...
წაკითხვა
კალათბურთი

“თუ არ სურთ, რომ ვინმეს დავეხმარო, არავის დავეხმარები” – რა უთხრეს ბითაძ

2 ნოემბერს, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” “კლივლენდ კავალიერსი” 102:95 დაამარცხა. ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა წარმატებული ...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ ოლადიპოს რეაქცია გოგა ბითაძის სამქულიანზე (ვიდეო)

2 ნოემბერს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” სტუმრად “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდა და 95:102 გაიმარჯვა. ბითაძე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის ბრწყინვალე მატჩი – 10 ქულა, 9 მოხსნა და 4 დაფარება “კლივლენდის

2 ნოემბერს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” სტუმრად “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდა და 95:102 გაიმარჯვა. ბითაძე [&h...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის სადებიუტო მატჩი და ქულები NBA-ში (ვიდეო)

ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ NBA-ში პირველი მატჩი ჩაატარა. 20 წლის მოთამაშის დებიუტი “კლივლენდ კავალიერსის” […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს სუპერლიგიდან NBA-ში – მარკ ოგდენი “ატლანტაში” გადავიდა

“ატლანტა ჰოუქსმა” საქართველოს სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელი, ფორვარდი მარკ ოგდენი დაიმატა. ოგდენი ბოლო 2 წელიწადი “ოლიმპში”...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის ბრწყინვალე დებიუტი “ინდიანა პეისერსში” (ვიდეო)

“ინდიანა პეისერსში” გოგა ბითაძის დებიუტი შედგა. ქართველმა ცენტრმა მოსამზადებელ ეტაპზე “მინესოტას” წინააღმდეგ პარკეტზე 24 წუთი ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის სიმღერამ თანაგუნდელები და ქომაგები გაახალისა (ვიდეო)

“ინდიანა პეისერსის” ქართველ კალათბურთელს, გოგა ბითაძეს გუნდის Rookie Challenge-ში მოუწია მონაწილეობის მიღება. გოგამ კრისტინა აგილერას [&he...
წაკითხვა