აარონ რემსი „უელსელ იესო ქრისტედ“ მოიხსენიეს
ინგლისის პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩი ლონდონის „არსენალისთვის“ მძიმე გამოდგა. არსენ ვენგერის გუნდმა საკთარ მოედანზე „კრისტალ პალასი“ მიიღო და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. „მეთოფეთათვის“ გამარჯვების მომტანი გოლი 90-ე წუთზე უელსის ნაკრების ნახევარმცველმა აარონ რემსიმ გაიტანა.
23 წლის ფეხბურთელის გოლს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ სახალისო კომენტარები მოჰყვა. ასე, მაგალითად, რემზის „უელსელი იესო ქრისტე“ უწოდეს.