“აბერდინის” მწვრთნელი: “ჩვენ წინააღმდეგ დანიშნული პენალტი უსამართლო იყო”
“აბერდინის” მთავარმა მწვრთნელმა, დერეკ მაკინსმა, ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის “ჩიხურას” წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
“ჩვენი თამაში იდეალური არ ყოფილა, მაგრამ შედეგით კმაყოფილები ვართ. ერთი-ორი ფეხბურთელი ტრავმირებული გვყავდა და გამომდინარე დღევანდელი მოცემულობიდან, შედეგი დადებითია.
როცა ჩვენ წინააღდმეგ პენალტი დაინიშნა, ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი, რადგან ეს უსამართლო იყო. რაც შეეხება მეტოქის საჯარიმოში დანიშნულ პენალტს, ეს ძალიან სამართლიანი იყო.
აბერდინში დაბრუნების შემდეგ ბევრ რაღაცას გადავხედავთ და შემდეგ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. გარკვეულ უპირატესობა მივიღეთ, მაგრამ ასპროცენტიანი გარანტიები არ გვაქვს და ყველაფერი აბერდინში გადაწყდება.
“აბერდინი” “ჩიხურას” პატივს სცემს. ჩვენ მეტოქე შევისწავლეთ და მივხვდით, რომ საქმე საკმაოდ კარგ და დასაფასებელ გუნდთან გვქონდა”, – განაცხადა მაკინსმა.
“ჩიხურასა” და “აბერდინის” განმეორებითი დაპირისპირება 1 აგვისტოს შოტლანდიაში გაიმართება.