აბიატი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს
იტალიური “მილანის” მეკარე, კრისტიან აბიატი აცხადებს, რომ შესაძლოა, მან მიმდინარე სეზონის ბოლოს საფეხბურთო კარიერა დაასრულოს.
შეგახსენებთ, რომ აბიატი “როსონერიში” 1998 წელს მივიდა. იტალიელი კარის დარაჯი რამდენიმე სეზონის განმავლობაში სხვადასხვა კლუბებში იყო განათხოვრებული.
როგორც 36 წლის კიპერი ამბობს, თუ კლუბი მას ახალ კონტრაქტს შეთავაზებს, მაშინ ის ფეხბურთის თამაშს არ შეწყვეტს.
“გავაგრძელებ თუ არა ფეხბურთის თამაშს მომდევნო სეზონში? 36 წლის ვარ და ბუნებრივია, რომ რაღაც პრობლემები მაქვს. “მილანში” არაერთი დიდებული სეზონი ჩავატარე. თუ კლუბი ახალ კონტრაქტს არ შემომთავაზებს, 90 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ საფეხბურთო კარიერას დავასრულებ”, – ამბობს აბიატი.