აბიდალი: “ჩავისთვის მწვრთნელის პოსტი არც შეგვითავაზებია”

თარიღი: თებერვალი 6, 2020

კატალონიის “ბარსელონას” სპორტული დირექტორის პოზიციაზე მომუშავე ერიკ აბიდალი უარყოფს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ერნესტო ვალვერდეს წასვლის შემდეგ “ბლაუგრანას” მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩავის შესთავაზეს.

“ჩავისთვის მწვრთნელის პოსტი არც შეგვითავაზებია. მასთან ორი შეხვედრა გავმართეთ, თავდაპირველად ის ჩვენ გვისმენდა, შემდეგ კი თავისი გეგმა გაგვანდო.

ის, რაც მედიაში დაიწერა პოლიტიკური ხასიათის უფრო იყო, ვიდრე სუფთა სპორტული. მე კი ძალიან არ მიყვარს პოლიტიკაზე საუბარი, მხოლოდ ფეხბურთს ვეხები.

ჩემთვის უპირველესყოვლისა მნიშვნელოვანია მწვრთნელის მუშაობის სტილი,” – აცხადებს აბიდალი.

მსგავსი სიახლეები