აბიდალი პარასკევს კარიერას დაასრულებს
ბერძნული “ოლიმპიაკოსის” მცველმა, ერიკ აბიდალმა, კარიერის დასრულება გადაწყვიტა. აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ფრანგმა “ოლიმპიაკოსის” სტადიონზე პარასკევს გასამართი საგანგებო პრესკონფერენცია დააანონსა.
აბიდალისთვის უკანასკნელი შეხვედრა, შესაძლოა, ხვალ “პანიონიოსთან” გასამართი მატჩი გახდეს. აღსანიშნავია, რომ აბიდალის კონტრაქტი ბერძნულ გრანდთან 2016 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ კარიერის დასრულების შესახებ განცხადება ფრანგთა “ოქროს თაობის” ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა მოთამაშემ, ტიერი ანრიმ გააკეთა.