აბრამოვიჩი ვიტსელს “ჩელსისკენ” მოუწოდებს
ინგლისის ჩემპიონებს ბელგიელი ნახევარმცველი, აქსელ ვიტსელი სჭირდებათ.
“ჩელსის” მფლობელი, რომან აბრამოვიჩი თავად ჩავიდა სანქტ-პეტერბურგში, სადაც “ზენიტის” შუახაზელს შესაძლო ტრანსფერზე გაესაუბრა.
მხარეები განიხილავდნენ ფეხბურთელის საუკეთესო საკონტრაქტო პირობებს, რათა აქსელს უარით გაესტუმრებინა “მილანი” და “პსჟ”.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ჩემპიონები ბელგიელს 30-35 მილიონ ევროდ აფასებენ.