აბურჯანია: “გუნდმა საკუთარი თავი კარგად წარმოაჩინა და აჩვენა, თუ რა მიმართულებით ვითარდება”
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი აბურჯანიამ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთთან გამართული მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“ურთულესი კალენდარი გვქონდა, სტუმრად შვედეთს და საბერძნეთს დავუპირისპირდით, საკუთარ მოედანზე კი, ესპანეთს. ამის მიუხედავად, გუნდმა საკუთარი თავი კარგად წარმოაჩინა და აჩვენა, თუ რა მიმართულებით ვითარდება. პირველი ქულა გასვლაზე საბერძნეთთან მოვიპოვეთ და ეს ადვილი ნამდვილად არ იყო. ვფიქრობ, უფრო მეტად, რომ გაგვმართლებოდა ამ სამ შეხვედრაში ოთხი ან მეტი ქულის მოპოვებაც შეგვეძლო. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ მწვრთნელს სამუშაოდ დიდი დრო არ ჰქონდა, რადგან ყოველ სამ დღეში თამაში იყო”, – ციტირებს აბურჯანიას სიტყვებს Nakrebi.ge.
საქართველოს ნაკრების მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მომდევნო შეხვედრას სექტემბერში, თბილისში, კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს.
ფოტო: სფფ