აბურჯანიას “ხიმნასტიკი” პრიმერადივიზიონში მოსახვედრად პლეიოფს ითამაშებს
ესპანეთის სეგუნდადივიზიონის უკანასკნელი, 42-ე ტურის მატჩები გაიმართა. ქართველი გულშემატკივრების ყურადღება ტარაგონისკენ იყო მიმართული, სადაც გიორგი აბურჯანიას “ხიმნასტიკმა” გათამაშების ჩემპიონი “ალავესი” მიიღო.
სატურნირო ცხრილის მესამეადგილოსანი “ხიმნასტიკი” “ლეგანესს” პრიმერადივიზიონის პირდაპირი საგზურის მოპოვებაში ეცილებოდა და ამისთვის უკვე გაჩემპიონებული “ალავესი” უცილობლად უნდა დაემარცხებინა, პარალელურად კი “ლეგანესს” გასვლაზე “მირანდესთან” უნდა წაეგო. საბოლოო ჯამში, “ხიმნასტიკმა” ფრედ, ანგარიშით 1:1 ითამაშა, თავის მხრივ, “ლეგანესმა” საკუთარი შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა (1:0), სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი შეინარჩუნა და არსებობის მანძილზე პირველად ლა ლიგაში ითამაშებს.
ამრიგად, აბურჯანიას “ხიმნასტიკს” პრიმერადივიზიონში ადგილის დასაბევებლად პლეიოფის თამაში მოუწევს. “ხიმნასტიკის” გარდა პლეიოფში “ხირონა”, “კორდობა” და “ოსასუნა” ითამაშებენ.