აბურჯანიას “ხიმნასტიკმა” ლა ლიგაში გადასვლის შანსი ხელიდან გაუშვა
ესპანური “ხიმნასტიკი”, რომელშიც ქართველი ფეხბურთელი, გიორგი აბურჯანია მონაწილეობს ასევე ესპანურ “ოსასუნასთან” ორმატჩიან დაპირისპირებაში დამარცხდა.
როგორც იცით, საქმე ლა ლიგაში გადასვლის საგზურს ეხებოდა, რასთანაც ქართველი ფეხბურთელი საკმაოდ ახლოს იყო.
“ოსასუნამ” “ხიმნასტიკი” პირველ მატჩში საკმაოდ მარტივად, 3-1 დაამარცხა. თუმცა შანსი მაინც იყო. მეორე მატჩში ანგარიში “ნასტიკმა” მალევე გახსნა – მე-7 წუთზე ნარანხომ მასპინძლები დააწინაურა, თუმცა შემდეგ სტუმრებმა წონასწორობის აღდგენა და წინ გასვლა მოახერხეს.
საბოლოო ჯამში პლეი-ოფის ფინალში “ოსასუნა” გავიდა (6-3), რომელსაც “ჟირონასთან” ან “კორდობასთან” მოუწევს ურთიერთობის გარკვევა.
ქართველ ფეხბურთელს აღნიშნული ორრაუნდიანი დაპირისპირების არცერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა.