აბურჯანიას “ხიმნასტიკმა” “სარაგოსა” დაამარცხა და ლა ლიგას კიდევ უფრო მიუახლოვდა
ახლახან დასრულდა მატჩი ესპანურ “სარაგოსასა” და “ხიმნასტიკს” შორის, სადაც ქართველი ფეხბურთელი, გიორგი აბურჯანია ასპარეზობს.
როგორც იცით, ესპანეთის რიგით მეორე დონის ჩემპიონატის ცხრილის ზედა ნაწილში დიდი დაძაბულობაა, ამიტომაც ამ მატჩს ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობა მასპინძელთა მხარეს იყო, თუმცა პირველი და ერთადერთი გოლის გატანა “ხიმნასტიკის” ფეხბურთელმა ნარანხომ მოახერხა, პენალტის მეშვეობით. აღსანიშნავია ისიც, რომ მატჩის მიწურულს “სარაგოსას” ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, თუმცა ლანცაროტემ პენალტი ვერ გამოიყენა.
გიორგი აბურჯანიამ კი მთელი მატჩი შეუცვლელად ითამაშა.
ამ დროისთვის “ნასტიკი” მესამე ადგილზე იმყოფება 64 ქულით და ერთი ქულით ჩამორჩება “ლეგანესსა” და “ალავესს”. თუმცა, “ალავესს” რეზერვში კიდევ ერთი მატჩი აქვს, რომელსაც დღეს ჩაატარებს.
1-2 ადგილებზე გასული გუნდები პირდაპირ მოიპოვებენ ლა ლიგის 2016-17 წლების საგზურს. მათ უკან მყოფი 4 გუნდი კი პლეი-ოფში გაარკვევენ ურთიერთობებს.