ადამა ტრაორე ერთდროულად ორი ქვეყნის ნაკრებში გამოიძახეს
“ვულვზის” გარემარბი, ადამა ტრაორე ერთდროულად ორი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. 24 წლის ფეხბურთელი ესპანეთისა და მალის ნაკრებების შემადგენლობებში დაასახელეს.
ტრაორე ესპანეთშია დაბადებული, მისი მშობლები მალიდან არიან. ბოლო 18 თვის განმავლობაში მალისა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციები ამ ფეხბურთელის თაობაზე ერთმანეთთან ხშირად საუბრობდნენ.
ტრაორე ესპანეთის ნაკრებში წინა სანაკრებო პაუზის დროსაც გამოიძახეს, მაგრამ მაშინ მას კორონავირუსი დაუდასტურდა და გერმანიისა და უკრაინის წინააღმდეგ ვერ ითამაშა.
აღსანიშნავია, რომ “ვულვზის” გარემარბს ჯერ არცერთი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში მატჩი არ ჩაუტარებია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არჩევანის გაკეთების უფლება კვლავაც აქვს.