ადამა ტრაორე ინგლისის პრემიერ ლიგის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი გახდა (ვიდეო)
22 ოქტომბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “არსენალმა” საკუთარ მოედანზე “მიდლსბრო” მიიღო და ფრედ 0:0 ითამაშა.
მატჩის 58-ე წუთზე, “მიდლსბროს” გარემარბმა, ადამა ტრაორემ ბურთი საკუთარ ნახევარზე მიიღო და მეტოქის კარისაკენ დაიძრა. ამ ეპიზოდში 20 წლის ფეხბურთელმა 36.7 კმ/სთ სიჩქარე განავითარა, რაც ინგლისის პრემიერ ლიგაში რეკორდული მაჩვენებლია. აქამდე, ყველაზე დიდი სიჩქარე მუსა სისოკოს (35.5 კმ/სთ) ჰქონდა განვითარებული.
იხილეთ ვიდეო: