ადებაიო აკინფენვა სერხიო რამოსს დაემუქრა (ვიდეო)

თარიღი: ივნისი 7, 2018

ინგლისუირ “უიკომის” ფეხბურთელი, ადებაიო აკინფენვა, რომელიც ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევა, სოციალური ქსელის საშუალებით სერხიო რამოსს მიმართა.

“ლივერპულის” ფანი აკინფენვა ჩემპიონთა ლიგის ფინალში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

“უკვე ერთი კვირა გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ და მეც შვებულებიდან დავბრუნდი. სერხი რამოს, გარდა იმისა, რაც სალაჰს დამართე, გავიგე, რომ კარიუსსაც ტრავმა მიაყენე. შეხედე, ძმაო, შენს წინააღმდეგ თამაშს არ ვაპირებ, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე ვერასოდეს მოვხვდები, ამიტომ გაგიმართლა”, – ამბობს აკინფენვა.

მსგავსი სიახლეები