ადებაიორი ორ ინგლისურ კლუბს სურს
დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში ადებაიორი ფეხბურთს დაუბრუნდება.
მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც სექტემბერში “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობასა და ემანუელ ადებაიორს შორის არსებული ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა, 31 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია.
თუმცა, ტოგოელი ფორვარდი ამ დრომდე პერსონალურ მწვრთნელთან ერთად ვარჯიშობს და შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას უკვე ამ თვეში დაუბრუნდეს.
აღსანიშნავია, რომ როგორც ცნობილია, ადებაიორს ლონდონის დატოვება არ სურს, რადგან მას “გოლდერს-გრინში” სახლი აქვს, აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, “უოტფორდისა” და “კრისტალ პალასის” შემოთავაზებები მას უფრო მეტად დააინტერესებს, ვიდრე სხვა.
როგორც “უოტფორდი”, ისე “კრისტალ პალასი”, ახალი თავდამსხმელის ძიებაშია. ორივე კლუბს ადებაიორთან მოლაპარაკებების გამართვა სურს.