WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (360845) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ადებაიორის მადრიდული მოგონებები: “რამოსს ინგლისურს ვასწავლიდი, ის კი ესპანურად საუბარში მეხმარებოდა”

თარიღი: მაისი 4, 2018

ემანუელ ადებაიორი მადრიდის “რეალში” 2010/2011 წლების სეზონში იჯარით გადავიდა. ტოგოელმა ექვს თვეში 22 სეხვედრა ჩაატარა და რვა გოლსაც მოუყარა თავი.

“ბაშაქშეჰირის” თავდამსხმელი იხსენებს იმ პერიოდს, როცა ის მადრიდული გრანდის ღირსებას იცავდა.

“ყოველთვის ვამბობ, რომ მადრიდში გატარებული ექვსი თვე ჩემი კარიერის საუკეთესო პერიოდი იყო. აუცილებლად მოვუყვები შვილებს ამ პერიოდზე. ისევ მაქვს კარგი ურთიერთობა რონალდუსთან. ზოგადად, ყველასთან ვკონტაქტობ და ერთმანეთს ხშირად ვუგზავნით შეტყობინებებს. კრისი არის ის, ვინც შრომისთვისაა დაბადებული. იგი ყოველთვის ბოლოს ტოვებს სავარჯიშო დარბაზს. რონალდუ კარგი ადამიანია, ისევე, როგორც მარსელო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მხიარული გუნდელი იყო. ამ მხრივ გამოვყოფ ებუეს, რომელიც “არსენალში” ჩემთან ერთად თამაშობდა. მარსელო ყოველთვის ხუმრობს, იცინის, ის ნამდვილი ვარსკვლავია. იმას აკეთებს ბურთთან ერთად, რაც სურს. ბრაზილიელი ერთ-ერთი საუკეთესო მცველია მსოფლიოში.”

“სერხიო რამოსს შესანიშნავად ვეწყობოდი. ჩვენ დარბაზში ერთად ვვარჯიშობდით ხოლმე. მას უყვარდა ინგლისურად საუბარი, თუმცა კარგად ვერ ლაპარაკობდა. ვფიქრობ, ახლა  უფრო დაიხვეწა. ხშირად ვასწავლიდი ინგლისურს, ხოლო ის ესპანურის სწავლაში მეხმარებოდა. მოკლედ, ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. მსურს, “ბერნაბეუზე” ჩავიდე, მატჩით დავტკბე და ბიჭებს შევხვდე,” – ამბობს ადებაიორი.



მსგავსი სიახლეები