ადებაიორმა პროვოკაციული პოსტი გამოაქვეყნა და ფანებს შეურაცხყოფა მიაყენა
“არსენალის”, “მანჩესტერ სიტის”, “რეალისა” და “ტოტენჰემის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ემაუელ ადებაიორმა, სოციალურ ქსელში პროვოკაციული პოსტი გამოაქვეყნა, რის შემდეგაც კომენტარებში ფანებს შეურაცხყოფა მიაყენა.
ადებაიორმა ინსტაგრამზე ათი წლის წინანდელი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის “არსენალის” ფანების თვალწინ აღნიშნავს თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ გატანილ გოლს.
ფანი : შენ ამჟამინდელ კლუბს უფრო ცოტა გამომწერი ჰყავს, ვიდრე შენ, ლეგენდავ!
ადებაიორი : 35 წლის ვარ და შემიძლია მთელი შენი ოჯახი ვიყიდო და ჩემთვის ვამუშვო…
ფანი : გასაგებია, თუ რატომ გააკეთე ეს ათი წლის წინ, მაგრამ ახლა ამის გამოქვეყნება? უნდა გაიზარდო, მეგობარო. “არსენალმა” იმად გაქცია, რაც ახლა ხარ.
ადებაიორი : მაგრამ ახლა მთელ შენ ოჯახზე მეტი ფული მაქვს ანგარიშზე. მიყვარს ეს თამაში..
ფანი : და ნახე, ახლა სად ხარ, მობურთავევ!
ადებაიორი : ბინაში, სადაც დედაშენს ველოდები
ფანი : ამის შემდეგ შენ კარიერაში არაფერი მომხდარა. მართალია თუ სიცრუე?
ადებაიორი : და მაშინვე დედაშენთან წავედი…