ადნან იანუზაი: “ვან გალი ტყუის და მასთან თავის სამართლებელი არაფერი მჭირს”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა და “სოსიედადის” მოქმედმა ნახევარმცველმა ადნან იანუზაიმ “წითელი ეშმაკების” ექს-თავკაცი ლუი ვან გალი მის და მემფის დეპაის მიმართ დამოკიდებულების გამო გააკრიტიკა.
ადნან იანუზაიმ დევიდ მოიესის ხელმძღვანელობის პერიოდში თავი კარგად წარმოაჩინა, რის გამოც გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზეს და კარიერადამთავრებული რაიან გიგზის ნომერიც დაუთმეს, თუმცა შემდეგ გუნდი ლუი ვან გალმა ჩაიბარა, რომელთანაც საერთო ენის გამონახვა გაჭირდა. ბელგიელი ფეხბურთელი სწორედ ნიდერლანდელ სპეციალისტს აბრალებს იმას, რომ მისი საკლუბო კარიერა დაღმა წავიდა.
“ვან გალთან თავის სამართლებელი არაფერი მჭირს. უბრალოდ გადახედეთ სტატისტიკას. მატჩებში მნიშვნელოვანი შედეგები მქონდა – საგოლე გადაცემებს ვაკეთებდი და ბურთებიც გამქონდა, თუმცა მუდამ სათადარიგოთა სკამზე ვბრუნდებოდი. ანალოგიური ხდებოდა მემფის დეპაის შემთხვევაშიც. თუ ვან გალი ამბობს, რომ საკმარის შანსს გვაძლევდა, ის უბრალოდ ტყუის. საბედნიეროდ, “მანჩესტერ იუნაიტედში” საკმარისად იყვნენ ადამიანები, რომლებიც მაფასებდნენ”, – ციტირებს იანუზაის სიტყვებს Het Nieuwsblad-ი.