ადნან იანუზაიმ “მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებს გამოსამშვიდებელი წერილით მიმართა
“რეალ სოსიედადის” ახალწვეულმა, რომლის კარიერაც “მანჩესტერ იუნაიტედში” დაიწყო, “ოლდ ტრაფორდის” დატოვების შემდეგ “წითელ ეშმაკებს” გამოსამშვიდებელი წერილით მიმართა.
“არ ვიცი საიდან დავიწყო… “მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად არაერთი წარმოუდგენელი რამ გადამხდა თავს.
მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს თანაგუნდელს, რომლებიც ჩემს გვერდით იყვნენ და მეხმარებოდნენ. თქვენთან ერთად თამაში დიდი სიამოვნება იყო ჩემთვის. მადლობას ვუხდი სამწვრთნელო შტაბის წევრებსაც, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რათა “მანჩესტერ იუნაიტედი” საუკეთესო კლუბი გახადონ.
საუბედუროდ, ჩემი დრო უკვე ამოიწურა და მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც მინდოდა. ყველაფრის მიუხედავად, “მანჩესტერ იუნაიტედის” მიმართ მუდამ ვიგრძნობ სიყვარულს.
და ბოლოს, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ფანებს, რომლებიც ყოველთვის, კარგ და ცუდ დროსაც ჩვენს გვერდით იყვნენ! არასდროს დავივიწყებ თქვენ გულშემატკივრობას. მადლობა #GGMU,”- ვკითხულობთ მის მიმართვაში.