ადრიან ბოუის მორიგი სამმაგი დუბლი და “მგზავრები” “დელტასთან” სერიაში დაწინაურდა

თარიღი: აპრილი 16, 2019

დღეს ოლიმპიურ სასახლეში სტარტი აიღო კალათბურთში საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალმა. პირველ წყვილში  ერთმანეთს “მგზავრები” და “დელტა” დაუპირისპირდნენ. ამ გუნდებს სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურით ადრე შესაბამისად მეორე და მესამე ადგილები გარანტირებული აქვთ, თუმცა საკმაოდ პრესტიჟული თასის მოგების რეალური შანსიც გააჩნიათ და ნახევარფინალურ სერიაში ერთმანეთს ხვდებიან.

შეხვედრა “მგზავრების” უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი გუნდის გამარჯვებითვე დასრულდა. “დელტას” ჰქონდა შანსი, მცირე სენსაცია მოეხდინა და მესამე პერიოდში 21 ქულით ჩამორჩენილს თამაში მოეგო, მაგრამ ამის გასაკეთებლად ძალები აღარ ეყო. “მგზავრების” ხსენებული სოლიდური უპირატესობის შემდეგ ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა “დელტამ” სწრაფი თამაში წამოიწყო. კონტრშეტევებითა და ზუსი სამქულიანებით იმდენი მოახერხა, რომ ბოლო პერიოდის დაწყებამდე ჩამორჩენა 12 ქულამდე შეამცირა, ხოლო შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე მეტოქეს 1 ქულით მიუახლოვდა.

“მგზავრების” მწვრთნელმა წუთშესვენება აიღო, რის შემდეგაც მის გუნდს შეტევაში გზა გაეხსნა, ზედიზედ ჩააგდო რამდენიმე ბურთი და ლიდერობა კვლავ ორნიშნა რიცხვამდე გაზარდა. “დელტაც” აქ გატყდა და საბოლოოდ “მგზავრებმა” სასურველი გამარჯვება გაიფორმეს – 93:80. აღსანიშნავია ადრიან ბოუის მორიგი სამმაგი დუბლი. “მგზავრების” ამერიკელი ლეგიონერი ძალიან შედეგიანად თამაშობს. სუპერლიგისა და თასის გათამაშების გასულ 4 მატჩში მან სამმაგ დუბლს უწია. დღევანდელ შეხვედრაში ბოუიმ 18 ქულა, 11 მოხსნა და 10 პასი გაიფორმა. 22 ქულით ბომბარდირი გახდა ჯეიკობ არმსტრონგი, ხოლო კახა ჯინჭარაძის ანგარიშზე 16 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. “დელტაში” 18 ქულით საუკეთესო იყო ერიქ ნოთიჯი,  ხოლო 13 ქულა გეგი ბაქრაძის ანგარიშზეა.

ამ გუნდებს შორის ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი 23 აპრილს, 19:30 საათზე გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში “მგზავრები” ფინალი გავა, არადა, სერიის მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა 25 აპრილს ჩატარდება. დღესვე გაიხსნება მეორე ნახევარფინალური სერიაც, რომელშიც “ქუთაისი” “ტიტებს” უმასპინძლებს.

მგზავრები – დელტა
სტატისტიკა: 93:80

GBF.GE

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

გოგა ბითაძემ ნბა-ს დრაფტში მონაწილეობაზე განაცხადი გააკეთა

საქართველოს ნაკრების ცენტრმა, გოგა ბითაძემ NBA-ს ოფისში 2019 წლის დრაფტში მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადი შეიტანა. ბითაძე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რასელ ვესტბრუკმა ზაზა ფაჩულიას სახეში ჩაარტყა (ვიდეო)

5 აპრილს, NBA-ში ზაზა ფაჩულიას “დეტროიტი” სტუმრად “ოკლაჰომას” დაუპირისპირდა და 110:123 დამარცხდა. მეორე მეოთხედის ერთ-ერთ [&he...
წაკითხვა
კალათბურთი

რომელ პიკად აირჩევენ გოგა ბითაძეს NBA-ს დრაფტზე?

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ბუდუჩნოსტის” ლიდერს, გოგა ბითაძეს NBADRAFT-ის მიხედვით, დრაფტზე 21-ე პიკად აირჩევენ. ეს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ჯერემი ლემბმა “ტორონტოს” საკუთარი ნახევრიდან გამარჯვების მომტანი 3-ქულიანი ჩაუ

25 მარტს, NBA-ს რეგულარუ სეზონში “ტორონტო რეპტორსმა” საკუთარ კედლებში “შარლოტ ჰორნეტსი” მიიღო და 114:115 დამარცხდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზაზა ფაჩულიას მეორე საჩემპიონო ბეჭედი გადასცეს (ვიდეო)

25 მარტს, NBA-ს რეგულარულ სეზონში “გოლდენ სტეიტმა” “ორაკლ არენაზე” ზაზა ფაჩულიას “დეტროიტ პისტონსი” მიიღო და [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

გაბრაზებულმა კაზინსმა მეტოქის ფეცსაცმელი ტრიბუნებზე მოისროლა (ვიდეო)

26 თებერვალს, გამთენიისას, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ეგიდით ჩატარებულ მატჩში, “გოლდენ სტეიტ უორიორსმა” გასვლაზე “შარლოტ ჰო...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მარცხით დაასრულა

24 თებერვალს, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბოლო შეხვედრა გამართა. ილიას […]...
წაკითხვა
კალათბურთი

მონტელას ირანის ნაკრებში ეპატიჟებიან

იტალიური გამოცემა “ტუტოსპორტი” წერს, რომ ვინჩენცო მონტელას ირანის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე იწვევენ. წყაროს თანახმად, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

პირველი არხის განცხადება საბერძნეთი-საქართველოს საკალათბურთო მატჩთან დაკავშირებით

დღეს, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით [&h...
წაკითხვა
კალათბურთი

პატივისცემა: რა გააკეთა თად მაკფადენმა 16 საათიანი ფრენის შემდეგ?

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას საბერძნეთის წინააღმდეგ ჩაატარებს და შეკრებას კრეტაში გადის. […...
წაკითხვა
კალათბურთი

ილიას ზუროსმა საბერძნეთში გამგზავრების წინ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა

ილიას ზუროსმა საბერძნეთის მატჩისთვის მოთამაშეები შეარჩია. საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა შემადგენლობა დღეს, საბერძნეთში გამგზავრების წინ, [&he...
წაკითხვა
კალათბურთი

All Star | 3-ქულიანების კონკურსი (ვიდეო)

17 თებერვალს, NBA-ს All-Star-ის უიქენდის ფარგლებში 3-ქულიანების კონკურსი ჩატარდა, რომლის სრულ მიმოხილვასაც აქვე გთავაზობთ: იხილეთ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

All-Star | ჩატენვების კონკურსი (ვიდეო)

17 თებერვალს, NBA-ს All-Star-ის უიქენდის ფარგლებში ჩატენვების კონკურსი ჩატარდა, რომლის სრულ მიმოხილვასაც აქვე გთავაზობთ: იხილეთ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შეკრება დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს შესარჩევი ტურნირის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ილიას ზუროსმა ეროვნული გუნდის გაფართოებული […...
წაკითხვა
კალათბურთი

ზაზა ფაჩულიას დრო მეიკერის გამო შეუმცირდა – “დეტროიტი” პლეი-ოფის ზონაშია

“დეტროიტ პისტონმა” და ზაზა ფაჩულიამ გამთენიისას “ვაშინგტონ ვიზარდსი” მიიღეს და 121-112 იმარჯვეს. ფაჩულიამ 7 წუთში […]...
წაკითხვა