ადრიანო მორიგ სკანდალში გაეხვა
ბრაზილიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ადრიანო თავისას არ იშლის.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გასული წლის ბოლოს ფრანგულ “ავრთან” კონტრაქტი გააფორმა, თუმცა, როგორ ჩანს, ფეხბურთში ადრიანოს დაბრუნება მაინც არ მოხდება. მიზეზი კვლავ მისი ახირებებია.
33 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი სამშობლოში დაბრუნდა და მორიგ სკანდალში გაეხვა.
ბრაზილიური გაზეთი “ექსტრა” წერს, რომ პარასკევი ღამე ადრიანომ კოპაკაბანას ბორდელში 18 მეძავთან ერთად გაატარა. ბორდელის მენეჯერი ამბობს, რომ ერთი კლიენტისგან ასეთი მაღალი მოთხოვნა ჯერ არასდროს მიუღია. შესაბამისად, ბორდელი სხვა კლიენტებისთვის ჩაიკეტა, ადრიანომ კი იმ დაწესებულებაში დრო დილამდე გაატარა. ბრაზილიელ ფეხბურთელს თან ნაღდი ფულის სახით 60 ათასი ბრაზილიური რეალი ჰქონდა.
წყაროს ცნობით, ადრიანომ მომსახურებაში დაახლოებით 18 ათასი ევრო გადაიხადა.