აგენტი: “იბრაჰიმოვიჩი პრემიერ ლიგაში აპირებს დარჩენას’
ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტმა, მინო რაიოლამ თავის კლიენტზე საუბრისას აღნიშნა, რომ შვედი თავდამსხმელი ინგლისის ჩემპიონატში აპირებს დარჩენას.
“რა თქმა უნდა, არის რაღაც შანსები, რომ ის “ოლდ ტრაფორდზე” დარჩება, მაგრამ შეიძლება, კლუბის დატოვებაც მოუწიოს. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამ თემაზე, მას ძალიან ბევრი შეთავაზება და შანსი აქვს.
მან ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა “მანჩესტერ იუნაიტედში” და ახლა მაქსიმალურად ვცდილობთ ის დრო გამოვიყენოთ, რაც მოსაფიქრებლად გვაქვს დარჩენილი.
ზლატანს ინგლისში დარჩენა აქვს განზრახული, თუმცა აუცილებელი არაა, მომავალ სეზონშიც “იუნაიტედში” ითამაშოს. ვნახოთ, რას მოიტანს მომავალი,” – აცხადებს რაიოლა.