აგენტი: “მარეზმა შესაძლოა კლუბი დატოვოს”
რიად მარეზის აგენტი არ გამორიცხავს, რომ “ლესტერის” ალჟირელმა ლიდერმა, რომელიც პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა, კლუბი დატოვოს.
“დიახ, რა თქმა უნდა არის იმის შესაძლებლობა, რომ მარეზმა კლუბი დატოვოს. ვიტყოდი, რომ ამის შანსები 50-50-ზეა.” – განაცხადა მან Guardian-თან ინტერვიუში.
“როდესაც ისე ასპარეზობ, როგორც რიადი, ბუნებრივია, რომ დიდი კლუბები ყურადღებას მოგაქცევენ. ის ძალიან ბედნიერია “ლესტერში”. ისინი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ, ამიტომაც, დარჩენა მისთვის კარგი ვარიანტი იქნება.
თუმცა, მის ასაკში მას შანსების გამოყენება მართებს. თუ დიდი კლუბი მასთან წინადადებით მოვა, ის აუცილებლად დაფიქრდება.”