აგენტი: “მაცარი “მილანს” იდეალურად შეესაბამება”
54 წლის სპეციალისტის აგენტი თავისი კლიენტის შესახებ საუბრობს.
მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის განმავლობაში სინიშა მიხაილოვიჩი მუდმივ კრიტიკაში იმყოფება, იმ არასაუკეთესო თამაშის გამო, რომელსაც მისი გუნდი აჩვენებს, მიუხედავად ზაფხულში განხორციელებული შთამბეჭდავი ტრანსფერებისა.
“ინტერისა” და “ნაპოლის” ყოფილი თავკაცი ვალტერ მაცარი ამჟამად უმუშევარია. პრესაში გავრცელებული ჭორები მის სახელს “მილანს”, “რომასა” და “ლაციოს” უკავშირებენ.
“მაცარი “მილანში”? მიხაილოვიჩის გათავისუფლების შემთხვევაში, ვალტერი თავისი საფეხბურთო დამოკიდებულებით, “როსონერისთვის” იდეალური მწვრთნელი იქნება”, – აცხადებს მაცარის აგენტი ანდრეა დამიკო.
“რაც შეეხება “რომას”, საბატინი მაცარის ძალიან კარგად იცნობს და იცის, როგორ შეუძლია მას გუნდის გაწვრთნა”, – დაასრულა იტალიელი სპეციალისტის წარმომადგენელმა.