აგენტი: „მილანში“ ობამეიანგს უთხრეს, რომ მას კვადრატული ფეხი აქვს“
დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელის პიერ-ემერიკ ობამეიანგის აგენტის თქმით, „მილანში“ მის კლიენტს დიდი მომავალი არ ექნებოდა.
„ამბობდნენ, ობამეიანგს ტექნიკა არ აქვს. ის 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე იყო, ექვს მატჩში ხუთი გოლი გაიტანა. მივხვდით, „მილანის“ ახალგაზრდულ გუნდში იმიტომ არ თამაშობდა, რომ მწვრთნელი უპირატესობას იტალიელ ფეხბურთელებს ანიჭებდა. სწორედ ამიტომ „დიჟონთან“ კონტრაქტი გავაფორმეთ.
„მილანში“ თქვეს, რომ პიერ-ემერიკს კვადრატული ფეხი აქვს. ჩემთვის ობაიმეიანგი მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია“, – ციტირებს აგენტს „Football Italia“.
„მილანის“ ახალგაზრდულ გუნდში ობამეიანგი 2007/08 წლებში ირიცხებოდა. 2008 წლიდან 2011 წლამდე მას იჯარით „დიჟონის“, „ლილის“, „მონაკოსა“ და „სენტ-ეტიენის“ შემადგენლბოაში უთამაშია.