აგენტი: “ნეიმარი 2010 წელს “ბაიერნში” გადადიოდა, თუმცა გერმანელებმა ტრანსფერი ჩაშალეს”
ხორვატი აგენტი, პრედრაგ რაკი ინტერვიუში ყვება, რომ 2010 წელს ნეიმარით მიუნხენის “ბაიერნი” ინტერესდებოდა, თუმცა ტრანსფერი თავად გერმანელებმა ფულის გამო ჩაშალეს.
“2010 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დანი ბუდმირი, რომელიც Golden Goal Sports & Marketing-ის სააგენტოს წარმოადგენდა, ჩიკაგოშi ნეიმარის პირად აგენტს, ვაგნერ რიბეიროს შეხვდა. ზუსტად იმ დროს ჩემი მეგობრის, ჯოვანი ტრაპატონის დახმარებით “ბაიერნის” საფეხბურთო დირექტორი, კრისტიან ნერლინგერი ვნახე. მასთან მანამდე სულ ორჯერ მქონდა ნასაუბრები. მაშინ ნეიმარი 17 წლის იყო და თავისუფლად იტყოდი, რომ უმააღლესი კლასის ტექნიკა ჰქონდა. უბრალოდ, დღევანდელთან შედარებით, ცოტათი გამხდარი იყო.”
“ნერლინგერს მიუნხენში შევხვდი. მან მითხრა, რომ კარგად იცოდა, რას წარმოადგენდა ბრაზილიელი ტალანტი. უბრალოდ, 18 მილიონი ევრო, რომელიც ბონუსებით 24-მდე ავიდოდა, ბევრად ეჩვენებოდა. მისი აზრით, იმდროინდელ ნეიმარში 24 მილიონი გადაჭარბებული იყო. საბოლოოდ, სწორედ ამ საკითხში ვერ შევთანხმდით და ტრანსფერიც ჩაიშალა,” – აცხადებს რაკი.