აგენტი: “რეალის” ფანები ბეილს ფეხზე უნდა კოცნიდნენ”
გარეტ ბეილის აგენტმა, ჯონათან ბარნეტმა მადრიდის “რეალის” ფანები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი ბეილს ფეხზე უნდა კოცნიდნენ.
როგორც იცით, მადრიდის “რეალსა” და “ბარსელონას” შორის გამართულ ბოლო მატჩში სანტიაგო სოლარიმ უელსელი ფეხბურთელი 61-ე წუთზე შეცვალა. მოედნიდან გასვლის დროს, “რეალის” ფანებმა მას დაუსტვინეს.
“რეალის” ფანების ეს თაობა გარეტის გოლებზე წლების განმავლობაში ილაპარაკებს. მათ უნდა რცხვენოდეთ. ეს ფანები ბეილს ფეხზე უნდა კოცნიდნენ.
მან ესპანეთში გატარებული ექვსი წლის განმავლობაში ყველაფერი მოიგო და ახლა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მიუხედავად იმისა, თუ რას წერს ესპანური პრესა, ის ბედნიერია, ესპანურად კარგად საუბრობს და მასსა და გუნდის სხვა მოთამაშეებს შორის არანაირი პრობლემა არ არსებობს. ბეილის გუდნდიდან წასვლაზე საუბარი არ ყოფილა, ის ზაფხულში არსად წავა. მას “რეალში” დარჩენა სურს”, – ციტირებს ბარნეტის სიტყვებს “ბიბისი”/