აგენტი: “რეალში” გადასვლამდე როდრიგოს სანახავად კლოპი ჩამოვიდა”
მადრიდის “რეალის” ვარსკვლავის, როდრიგო გოეშის, აგენტმა პრესასთან ადრეული პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ “რეალზე” ადრე ბრაზილიელის ტრანსფერით “ლივერპული” ინტერესდებოდა.
“როდესაც როდრიგომ “სანტოსთან” პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა, 16 წლის იყო. “ლივერპულის” დირექტორმა დამირეკა და მითხრა, რომ კლოპმა უკვე იცოდა ფეხბურთელის შესახებ და პირადად სურდა მისი ხილვა.
მისი ვიდეოები YouTube-ზე ნახა – ეძებდა “ბრაზილიელ ნიჭიერ ფეხბურთელებს” და როდრიგოს ვიდდეო ნახა. ის ბრაზილიაში ჩამოვიდა და როდრიგოც ძალიან მოეწონა.
ისინი დამიკავშირდნენ, “ლივერპულის” დირექტორს უნდოდა რომ როდრიგო მისი პირველი შენაძენი ყოფილიყო. ინგლისში, ლონდონში ჩავფრინდი, სადაც მათი ოფისი იყო.
შეთავაზება “სანტოსის” პრეზიდენტს გადავეცი, თუმცა უარი მითხრა. კლუბს მისი შენარჩუნება ჰქონდა გადაწყვეტილი,” – აცხადებს როდრიგოს აგენტი.