აგენტი სნეიდეირის მოულოდნელი გადაწყვეტილებით შოკირებულია
12 აგვისტოს ჰოლანდიის საფეხბურტო ნაკრების ყოფილმა წევრმა, უესლი სნეიდერმა, კარიერის დასრულების გადაწყვეტილების შესახებ გვამცნო. როგორც მისი აგენტი, გვიდო ალბერსი ირწმუნება, სნეიდერმა ეს ნაბიჯი მისგან დამოუკიდებლად გადადგა.
“ჩვენთვის ნამდვილი სიურპრიზი იყო, როდესაც მისი გადაწყვეტილების შესახებ გავიგეთ.
მე მასთან ერთად შეხვედრებს ვგეგმავდი ხუთშაბათისთვის, რათა მომავლის გაგრძელების შესაძლო ვარიანტებზე გვესაუბრა და შემდეგ კი ჩვენი არჩევნის შესახებ განცხადება უნდა გაგვეკეთებინა.
დოჰაში მას საქმეები ჯერ კიდევ არ დაუსრულებია. ის ჯერ კიდევ იქ ცხოვრობს და რამდენიმე კლუბი კვლავ იჩენს მისდამი ინტერესს. ამიტომაც, მინდა მას ამის შესახებ დაველაპარაკო.
სნეიდერი ამერიკიდან ახლახან დაბრუნდა. ხუთშაბათს ჩვენ დისკუსისას გავმართავთ და შემდეგ კი შეუძლია გადაწყვიტოს, თუ რას გააკეთებს. როგორც წესი ასეთ რამეებზე გადაწყვეტილების მიღებამდე ერთმანეთთან კონსულტაციას ვაწარმოებთ. ის კი უბრალოდ ადგა და კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა კომენტარი,” – აცხადებს უესლი სნეიდერის აგენტი.