აგენტმა დაადასტურა: ბალოტელი პრემიერ ლიგის გუნდებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს
იტალიელი თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი შესანიშნავად გამოდის ფრანგულ “ნიცაში”. იგი სეზონის დასაწყისში შეუერთდა გუნდს, მალევე იქცა ლიდერად და ყველა ტურნირზე 14 შეხვედრაში 10 გოლიც გაიტანა.
ასეთი ასპარეზობა არ გამორჩენიათ პრემიერ ლიგის გუნდებს. 26 წლის სპორტსმენის აგენტი, მინო რაიოლა აცხადებს, რომ ინგლისის ჩემპიონატში მოთამაშე რამდენიმე გრანდი ფეხბურთელთან აწარმოებს მოლაპარაკებებს: “რამდენიმე კლუბის წარმომადგენლებს ვესაუბრებით და მათი შემოთავაზების დეტალების შესახებ ვიცით, თუმცა ამაზე ჯერ ადრეა საუბარი. ყოველთვის ვიცოდი, რომ მარიოს პრემიერ ლიგაში დაბრუნების დრო აუცილებლად მოვიდოდა.”
აქვე გეტყვით, რომ ბალოტელის ინგლისის ჩემპიონატში 4 სეზონი აქვს გატარებული. იგი 2010-2013 წლებში “მანჩესტერ სიტიში” ასპარეზობდა. ხოლო, 2014-2015 წლებში კი “ლივერპულის” ღირსებას იცავდა.