აგერი „ლივერპულის“ გულშემატკივრებს ემოციურად დაემშვიდობა
„ლივერპულიდან“ დანიურ „ბრონდბიუში“ დაბრუნებული დანიელ აგერი მერსესაიდული კლუბის გულშემატკივრებს დაემშვიდობა.
„ლივერპული“ ჩემი და ჩემი ოჯახის დიდი ნაწილი იყო, აქედან წასვლა ძალიან რთულია“, – აცხადებს აგერი „მერსესაიდელთა“ ოფიცილურ საიტთან საუბრისას.
„მე მშობლიურ „ბრონდბიუში“ დაბრუნების შანსი გამიჩნდა, ვფიქრობ, ჩემთვის ეს სწორი არჩევანია.
აქედან წლების განმავლობაში არ მივდიოდი, აქამდე არაერთმა ევროპულმა კლუბმა წინადადებით მომმართა.
მსურს, „ლივერპულის“ ყველა გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო, ისინი ყოველთვის ჩემს გვერდით იყვნენ.
ეს ჩვენი სახლი იყო. პრემიერლიგაში რეგულარული თამაშის შემდეგ უკვე ვგრძნობ, რომ ბევრ ფიზიკურ დატვირთვას ვერ ვუძლებ და ყოველკვირეულად ძველებურად თამაში რომ შემეძლოს, არ წავიდოდი.
ამ კლუბის გულშემატკივარი ცხოვრების ბოლომდე დავრჩები“, – დაასრულა დანიელმა.