აგერს როჯერსთან უთანხმოება ჰქონდა — რატომ დატოვა დანიელმა “ლივერპული”
“ლივერპულის” ყოფილმა მცველმა დანიელ აგერმა მერსისაიდული გუნდის თავკაც ბრენდან როჯერსთან არსებული ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. როგორც დანიელ ფეხბურთელი ამბობს, მთავარი მწვრთნელი მის შრომას არ აფასებდა.
“გასულ სეზონში როჯერსთან გარკვეული უთანხმოება მქონდა. შესაძლოა, ეს იმიტომ მოხდა, რომ პირდაპირ იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ და სხვებისგანაც ამასვე მოვითხოვ. შესაძლოა, ეს არასწორი მიდგომაცაა. ჩვენს შორის გარკვეული დისტანცია გაჩნდა და ეს ჩემთვის საკმარისი აღმოჩნდა. ვგრძნობდი, რომ მწვრთნელი ჩემს წვლილს არ აფასებდა, რაც ჩემთვის სიგნალი იყო. ძალიან მიკვირდა, როდესაც რამდენიმემატჩიანი წარმატებული თამაშის შემდეგ მოულოდნელად ძირითად შემადგენლობაში ადგილს ვკარგავდი. ამან ძალზედ დამთრგუნა.
ამასთან, ვაღიარებ, რომ როჯერსი საოცრად ნიჭიერი მწვრთნელია, ამას ვერ დავუკარგავთ. ის საწვრთნელ პროცესშიც კარგი ხელმძღვანელია, გუნდს ეტაპობრვად აშენებს. როჯერსი მართლაც ძლიერი მწვრთნელია”, – განაცხადა აგერმა TV3 SPORT-ისთვის მიცემულ ინტერვუში.
შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს დანიელ აგერი “ლვერპულიდან” მშობლიურ “ბრონდბიუში” გადავიდა.