აგუერო: “დარჩენილ სამ თვეში “მანჩესტერ სიტის” დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებ, მერე კი…”
კუნ აგუერო ბოლო სამი შეხვედრაა “მანჩესტერ სიტის” შემადგენლობაში ვეღარ ხვდება. მის ადგილს ახალგაზრდა ბრაზილიელი, გაბრიელ ჟესუსი იკავებს, რომელიც იანვარში მოვიდა გუნდში. მან 3 გოლის გატანა მოახერხა.
არგენტინელმა ფეხბურთელმა ამ საკითხზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“მწვრთნელის გადასაწყვეტია, ვინ დადგება სასტარტო შემადგენლობაში. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ დარჩენილ დროში ყველაფერს ვიზამ გუნდის დასახმარებლად. ზაფხულზე კი, ვნახოთ, კლუბის მესვეურები ჩემთან დაკავშირებით რას გადაწყვეტენ.”
“სამი თვე მაქვს წინ. იმედია, “სიტის” კვლავ სარგებელს მოვუტან. შემდეგ კი საინტერესოა, როგორ განვითარდება ჩემი მომავალი.”
“ხდება ხოლმე, როცა სათადარიგოთა სკამზე ზიხარ და შენს შანსს ელოდები. ეს ბუნებრივია და ასეთ სიტუაციასთან შეგუება ყველას უწევს,” – აცხადებს არგენტინელი შემტევი.