“აგუერო ეგოისტი და არაპროფესიონალია “
სერხიო აგუერო რამდენიმე დღის წინ ავტოავარიაში მოყვა და საკმაოდ მძიმე დაზიანებებიც მიიღო.
თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ არგენტინელი ორ თვეს იუქმებდა, მაგრამ დაზუსტებულ ინფორმაციას არავინ ავრცელებს, თუმცა დღეს ლონდონის “ჩესლის” წინააღმდეგ აგუეროს გამოჩენა გამორიცხულია.
ამის შესახებ “არსენალისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მარტინ კოუნმა განცხადება გაავრცელა, სადაც მან აგუეროს ეგოისტი და არაპროფესიონალი უწოდა. ასევე, მისი თქმით, ფეხბურთელისათვის პრიორიტეტი ფეხბურთი უნდა იყოს და გართობაზე სეზონის დასრულების შემდეგ უნდა იფიქროს.
ასევე, გავრცელდა გვარდიოლას კომენტარი, სადაც ის აცხადებს, რომ ამ ინციდენტის შესახებ დილით შეიტყო. მის ფეხბურთელებს თავისუფალი დრო ჰქონდათ, რომლის გამოყენებაც არგენტინელმა ამსტერდამში კონცერტზე გადაწვიტა. სწორედ აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე მოხდა ავარია.