აგუერო “ლივერპულთან” ითამაშებს

თარიღი: ნოემბერი 12, 2015

დიდი ალბათობით, არგენტინელი ფეხბურთელი მოედანს უახლოეს შეხვედრაში დაუბრუნდება.

ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი სერხიო აგუერო, ინგლისის პრემიერ ლიგის მე-13 ტურში, “ლივერპულის” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში, თავისი გუნდის დახმარებას შეძლებს.

წყაროს თანახმად, არც თუ ისე მსუბუქი დაზიანების მიღების შემდეგ აგუერო აღდგენით პროცესებს ასრულებს.

შეგახსენებთ, 27 წლის ფორვარდი ოქტომბრის დასაწყისში, არგენტინის ეროვნული ნაკრების მაისურით თამაშის დროს დაშავდა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე სეზონში, აგუეროს ანგარიშზე “ქალაქელთა” მაისურით ჩატარებული 11 მატჩი, რვა გოლი და ერთი საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები