აგუერო: “ფეხბურთელების უმრავლესობას ეშინია”
“მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ ინგლისის პრემიერ ლიგის ივნისში შესაძლო დაბრუნების შესახებ კომენტარი გააკეთა.
ბრიტანეთის მთავრობასა და პრემიერ ლიგის კლუბებს გათამაშების გაგრძელების სურვილი აქვთ. პრემიერ ლიგის განახლების სავარაუდო თარიღად 8 ივნისი სახელდება.
“ფეხბურთელების უმრავლესობას ეშინია, რადგან მათ ოჯახები, შვილები და მშობლები ჰყავთ. როცა დავბრუნდებით, წარმომიდგენია, როგორი დაძაბულები ვიქნებით. ძალიან ყურადღებით ვიქნებით და თუ ვინმე ავად გახდება, მაშინვე გავიფიქრებთ: “რა ხდება?”
ამბობენ, რომ ზოგიერთს ვირუსი სიპტომების გარეშე აქვს, მათ კი ვირუსის სხვებისათვის გადადება შეუძლიათ. ამიტომაც დავრჩი სახლში. შეიძლება, ვიღაც დაინფიცირდეს, თუმცა არ იცოდეს, ვისგან.
15 დღის წინ გვითხრეს, რომ ვარჯიშები 4 მაისიდან განახლდებოდა. ახლა კიდევ ერთი შეხვედრა იქნება, სადაც ამ საკითხზე ისაუბრებენ. ვფიქრობ, აგვისტოში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში რთული იქნება”, – ციტირებს აგუეროს სიტყვებს Goal.Com.