აგუერო — “სიტის” ახალი ათიანი
“მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი სერხიო აგუერო ახალი სეზონიდან 16-ის ნაცვლად 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
როგორც მოგეხსენებათ, მანამდე ამ ნომრით ედინ ჯეკო თამაშობდა, რომელიც უახლოეს პერიოდში “რომას” უნდა შეუერთდეს.
აგუერომ კლუბის იმ ფანებს, რომლებმაც მისი 16-ნომრიანი მაისური უკვე შეიძინეს, ფორმის მასთან გაგზავნა შესთავაზა. არგენტინელი ფეხბურთელი მათ თავისივე ხელმოწერილ 10-ნომრიან მაისურებს გაუგზავნის.